წევრები

         ჯონ უინსტონ ლენონი - ვოკალისტი, პოეტი, მხატვარი, აქტივისტი 


ჯონ უინსტონ ონო ლენონი 1940 წლის 9 დეკემბერს ლივერპულში დაიბადა. საშუალო შეძლების ოჯახის მამა, ფრედ ლენონი, მეორე მსოფლიო ომის დამსახურებული ვეტერანი გახლდათ. 17წლის ჯონმა სკოლის დამთავრებისთანავე ჩამოაყალიბა ჯგუფი და მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა. პირველი ცოლი, სინტია, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ შეირთო. მისგან ვაჟი, ჯულიანი შეეძინა. 
ჯონ ლენონი და იოკო ონო


მეორე ცოლი, ავანგარდი მხატვარი იოკო ონო კი 1966 წელს გაიცნო.  მას შემდეგ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ონო-ლენონის სიყვარულის ისტორიის შესახებ. წყვილს შვილი, შონი შეეძინა. ჯონ ლენონმა შტატებში მხარი დაუჭირა მარიხუანას და სხვა სახის ნარკოტიკების ლეგალიზაციას. მოგვიანებით ისიც კი აღიარა, რომ ხშირად იყენებდა მარიხუანას და სხვა ტიპის ნარკოტიკებს. ლენონი, მუსიკის გარდა, სერიოზულად იყო გატაცებული პოლიტიკითა და მედიტაციით. ის ნიუ იორკში 1980 წლის 8 დეკემბერს სასტუმრო "დაკოტას" კართან ვინმე მარკ დეივიდ ჩაპმანმა მოკლა.






10 ცხოვრებისეული გაკვეთილი ჯონ ლენონისგან 

1.''ცხოვრება ის არის,რაც შენს გარშემო ხდება,მაშინ როცა სხვა გეგმებით ხარ დაკავებული''
2.''დრო,რომელსაც სიამოვნებით ხარჯავ,სულაც არ არის დაკარგული''
3.''არ აქვს მნიშვნელობა რამ სიგრძეა ჩემი თმა,რა ფერისაა ჩემი კანი,ანაც ქალი ვარ თუ კაცი''.
4.''თუ ვინმე ფიქრობს რომ სიყვარული და მშვიდობა კლიშეა,რომელიც 60-იანებში უნდა დარჩენილიყო,ეს მისი პრობლემაა. სიყვარული და მშვიდობა მუდმივია.''
5.''დაითვალე შენი ასაკი მეგობრებით,და არა წლებით.დაითვალე შენი ასაკი ღიმილით, და არა ცრემლებით''
6.''შინაგან სიმახინჯეს ვერასდროს დამალავ''
7.''რეალობა ოცნებებით საზრდოობს''
8.''შენ არ გჭირდება ვინმე,რომ გითხრას ვინ ან რა ხარ. შენ ხარ ის ,რაც ხარ ''
9.''ყველას უყვარხარ,როდესაც მიწიდან 6 ფუნტით ქვემოთ ხარ''
10''მე არ მეშინია სიკვდილის,რადგან არ მჯერა მისი. ეს იგივე რაც ერთი მანქანიდან,მეორეში გადაჯდომა.''


      
ჯეიმს პოლ მაკარტნი - მულტიინსტრუმენტალისტი

სერ ჯეიმს პოლ მაკარტნი 1942 წლის 18 ივნისს ლივერპულში დაიბადა. 15 წლის ასაკში მან გაიცნო 17 წლის ლენონი და მას შემდეგ მისი ცხოვრება "ბითლზი" გახდა. ჯგუფის დაშლის შემდეგ მაკარტნიმ ყველაზე წარმატებული სოლო კარიერა წამოიწყო და გრემიც კი მოიპოვა. 1969 წელს ცოლად შეირთო ამერიკელი ფოტოგრაფი
ლინდა ისტმანი, რომელმაც სამი შვილი გაუჩინა. შუათანა, სტელა მაკარტნი, დღეს ცნობილი დიზაინერია. 1998 წელს ლინდა მკერდის კიბოთი გარდაიცვალა.
2002 წელს მაკარტნიმ ცოლად მოიყვანა ყოფილი მოდელი ჰიზერ მილსი. 2006 წელს ისინი ერთმანეთს სკანდალურად დაცილდნენ.





                                                                                                                                                                     ნაკლებად ცნობილი 

ფაქტები პოლ მაკარტნიზე 

✿საყვარელი ფერი ლურჯი ✿
✿ 40 წელია , რაც ვეგეტარიანელია✿
✿მისი დეიდაშვილია კეტი და ტედ რობინსები .✿

✿პოლის პირველი ინსტრუმენტი იყო საყვირი , რომელიც ბიძამ უსახსოვრა ✿
✿ მუსიკოსი დაიბადა ღამის 2 საათზე ✿
✿პოლმა დაწერა წიგნი , სადაც მოცემულია ვეგეტარიანული საჭმელების რეცებტები.✿
✿ როცა პოლი 14 წლის იყო მან დაწერა პირველი სიმღერა " I've lost my little girl " ( მე დავკარგე ჩემი პატარა გოგო)✿
✿პოლი იაპონიაში გასტროლების პერიოდში დააპატიმრეს. მან 8 დღე ციხეში გაატარა, მსოფლიო საზოგადოების ჩარევის შემდეგ როგორც იქნა მუსიკოსი გაანთავისუფლეს.✿
✿ დაჯილდოვებულია საორკესტრო და გუნდური შემოქმედებისთვის ✿
✿მისი უფრო გვიანდეული მუსიკალური კომპოზიციები გამოყენებულია კლასიკურ შემოქმედებაში."✿
✿ პოლ მაკარტნი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშია მოხსენიებული, როგორც ყველა დროსი წარმატებული კომპოზიტორი .✿


ნაკლებად ცნობილი ფაქტები პოლ მაკარტნიზე

✿პოლი არის ცაცია ✿
✿ პოლის საყვარელი მომღერალი ელვის სპრესლ იყო✿
✿ ჯონ ლენონისა და პოლ მაკარტნის პირველი შეხვედრა 1957 წლის 6 ივლისს შედგა წმინდა პეტრეს სახლებოის ტაძართან . მაშინ ჯონს უკვე ჰყავდა თავისი ჯგუფი Quarry Men" . გასაუბრების შემდეგ აღმოჩნდა რომ ორვიე ახალლზაგრდას ერთნაირი მუსიკალური გემოვნება ჰქონდა. მოგვიანებით ლეოდნარო ბერსტაიანმა ლენონისა და მაკარტნის გაცნობას " წმინდაების- პეტრესა და პავლეს შეხვედრა " -უწოდა.✿
✿გარდა მუსიკოსის საქმიანობისა პოლი ასევე მუშაობდა ერთ-ერთ ელექტროქარხანში შავ მუშად. მაკარტნი იმდენად ცუდად მუშაობდა რომ მისვლიდან ორ თვეში გაანთავისუფლეს სამსხურიდან ✿
✿ როგორც პოლმა განაცხადა მისი სიმღერა " Y e st a r d a y " - მაშინ დაწერა, როცა სამზარეულოში ერბო კვერცხს წვავდა✿
✿ცნობილი ჰიტი - "Let it Be" , პოლს დაესიზმრა რომ ამ სიმღერას წერდა. ხოლო გაღვიძებულმა მოიმარჯვა კალამი და სიმღერის წერას შეუდგა. როგორც ამბოებ ეს სიმღერა პოლმა დედამისის ხსოვნას მიუძღვნა " ✿"ბითლზის" პოპულაორბის პერიოდში, ყველაზე მეტ წერილს თაყვანისმცემლებისგან პოლ მაკარტნი იღებდა. ყველა წერილის დასაწყისი კი ერთმანეთს გავდა და იწყებოდა ასე " გამარჯობა პოლ, ეს მე ვარ, შენი მომავალი მეუღლე, რომელსაც ჯერ კიდევ არ იცნობ " . წერილებს თან ფოტოები ახლდა, რომლებსაც უკან მცირე ინფორმაცია ჰქონდა მიწერილი .✿
✿ პოლი ნაკლებად ტიტულოვან " ევერტონს" , ლივერპულური გუნდის ქომაგია✿
✿ ერთ-ერთი ყველაზე ფართომაშტაბიანი ინტერნეტ- ინტერვიუ პოლ მაკარტნის ჰქონდა 1997 წელს. მან დაახლოვებით 3 მილიონი კითხვა მიიღო და მხოლოდ 200-ზე მოასწროპასუხის გაცემა✿
✿"" ბითლზის " გასტორლების პერიოდში პოლ მაკარტნის საყვარელი გართობა გადარეული თაყვანისმცემლების წვალება იყო. იმ სასტუმროს ქვეშ სადაც ჯგუფის წევრები იყვნენ . რა თქმა უნდა მათი თაყვანისმცემლების არმია იდგა. პოლიც დემონსტრაციულად გააღედა ფანჯარას , მოუკიდებდა სიგარტეს და ქუჩაში აგდებდა. და ხალისობდა იმით, თუ როგორ ჩხუბობდნენ გოგოენბი პოლის ანთებული სიგარეტის გამო ✿~















ჯორჯ ჰარისონი - გიტარა, უკელელე, სიტარა, ფორტეპიანო


ჯორჯ ჰარისონი 1943 წლის 25 თებერვალს დაიბადა. 1957 წელს კლასელ პოლ მაკარტნისთან ერთად ჯონ ლენონის ჯგუფში მოხვდა. ყველაზე მორცხვ ბითლზელად წოდებულმა ჰარისონმა ჯგუფის დაშლის შემდეგაც გააგრძელა კარიერა, თუმცა დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. პირველი ცოლი, მოდელი პეტი ბოიდი, 1966 წელს მოიყვანა. ეს უკანასკნელი მოგვიანებით ჰარისონის ახლო მეგობარს, მომღერალ ერიკ კლაპტონს გაჰყვა ცოლად, თუმცა ამას ორი დიდი ვარსკვლავის მეგობრობისთვის ხელი არ შეუშლია. მეორე ცოლი, ოლივია ტრინიდად არიასი კი 1978 წელს შეირთო. ამ უკანასკნელმა ვაჟი, დანი გაუჩინა, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მამას. 2001 წლის 29 ნოემბერს ჰარისონი ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა თავის ვილაში, რომელიც ჰოლივუდშია და ოდესღაც მაკარტნის ეკუთვნოდა. 

რიჩარდ სტარკი (იგივე რინგო სტარი) - დრამერი

რიჩარდ სტარკი, იგივე რინგო სტარი, 1940 წლის 7 ივლისს ლივერპულში დაიბადა. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაიწყო მუშაობა როკჯგუფ "რორი სტოურ და ჰურიკანსში". 1960 წელს ის "ბითლზის" კონცერტს დაესწრო ჰამბურგში. 1962 წელს ჯგუფის წევრი გახდა და რინგო სტარის სახელით გაეცნო მსოფლიოს. ჯგუფის დაშლის შემდეგ სოლო კარიერაც განაგრძო და კინოშიც მოსინჯა ბედი. პირველი ცოლი, მორინ კოქსი, 1965 წელს შეირთო. მისგან სამი შვილი - ზაკი, ჯეისონი და ლი ეყოლა. 1981 წელს კი ჯეიმს ბონდის ყოფილი გოგონა, მსახიობი ბარბარა ბახი მოიყვანა ცოლად. რინგოს უფროსი ვაჟი, ზაკი, მამის მსგავსად მუსიკოსია. უკრავდა ჯგუფებში "ოაზისი" და "პუ".



No comments:

Post a Comment