ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი |
1958 წელს ლენონმა ჯგუფში მიიწვია მეგობარი მუსიკოსი სტიურტ სადკლიფი, რომელიც იმხანად ხელოვნების
უნივერსტიტეტში სწავლობდა. ამ პერიოდში ჯგუფის სახელი კვლავ შეიცვალა და
ამჯერად ღამის კლუბებში "სილვერ ბითლზის" სახელით გამოდიოდნენ.
დასარტყამ ინსტრუმენტზე პოლი ვინმე პიტ ბესტმა შეცვალა, რომელიც ყველაზე სიმპათიური ბითლზელად
ითვლებოდა და გოგონებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა
მისი სახელი დღეს აღარავის ახსოვს.1961 წელს სტიურტ სადკლიფმა
ჯგუფი დატოვა. 1962 წელს კი, უზარმაზარი წარმატების მოპოვების შემდეგ, მის
კვალს მიჰყვა ჯგუფის ყველაზე პოპულარული წევრი პიტ ბესტი, რომელიც მალევე ჩაანაცვლეს
ამავე პერიოდში სხვა ჯგუფში მოღვაწე გიტარისტით რიჩარდ სტარკით, რომელიც
მსოფლიომ რინგო სტარის სახელით გაიცნო. ასე რომ, "ბითლზმა" ის
სახე, რომლითაც ჩვენ მათ ვიცნობთ, 1962 წელს, დაარსებიდან 5 წლის შემდეგ
მიიღო.
John Lennon, Paul McCartney, George Harrison, Ringo Starr
No comments:
Post a Comment