ბითლზი-საქართველო




                         
“ბითლზი”, “ ბლიცი” და “ორერა”
ამქვეყნად არსად არავის არ გამოსჩენია იმდენი მიმბაძველი და მიმდევარი, რამდენიც პოპულარულ ლივერპულელ ოთხეულს. ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი წინა საუკუნის 60-70-იანი წლების თაობას ცხოვრების წესისა და ქცევის ნორმების, მეტყველების, მიხვრა-მოხვრისა და ჩაცმის სტილის დამდგენად მოევლინა.ბიტლომანიის სენითიმდროინდელი საქართველოც დაავადდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი კომუნისტური იდეოლოგები ამ უწყინარ გენიოსებს უზნეო, გახრწნილ და უზრდელ პიროვნებებად გვიხატავდნენ, ჩვენი ყოფილი დიადი სამშობლოს ახალგაზრდობა ამეპიდემიითსაკმაოდ დაინფიცირდა. ცნობილია, რომ აკრძალულ ხილს უფრო მეტი ხალხი ეტანება და რამდენიმეწლიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ, საბჭოთა ფუნქციონერებმაბითლზთანჭიდილში უპირობო კაპიტულაცია გამოაცხადეს..ამბობდნენ, რომ არსებობდამაგიურიჩემოდანი, რომელშიცბითლზისშესახებ უცხოეთში გამოცემული ყველა გრამფირფიტა იყო მოთავსებული. ესაუხდენელი ოცნებათურმე 1000 მანეთი ღირდა და მისი შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
        ქართველ მელომანებში დადიოდა ჭორი, რომ 1966-67 წლებში პოლ მაკარტნი ავტოავარიაში დაიღუპა დაბითლზისმენეჯერებმა მისი  ჩანაცვლება ორეულით მოახდინეს, რომელიც წარმოშობით კანადელი იყო. 
       ზუსტი სიმართლე არავინ არ იცოდა, მაგრამ თურმე იმ  იძახდნენ, რომ ლივერპულელ ოთხეულს კონცერტები მოსკოვში უნდა ჩაეტარებინა. მათი თვითმფრინავი თურმე სსრკ-ის დედაქალაქში ჩამოფრინდა კიდეც, მაგრამ ქვეყანაში შემოსასვლელი ვიზები არ მისცეს დაბითლზიცუკან გაბრუნდა. ამ ჯგუფის ორდისკიანი კონცერტის, “თეთრი ალბომისპირველ კომპოზიციას სახელადუკან სსრკ-შიჰქვია. მელომანებში გავრცელდა აზრი, რომ ეს სიმღერა მოსკოვიდან უკან დაბრუნებისას, უშუალოდ თვითმფრინავის სალონში დაიწერა. ქართველი ბიტლომანებისთვისხოჭოების" ყველაზე მნიშვნელოვანი კომპოზიცია  ალბათ, „Back in The USSR"-აა („უკან, საბჭოთა კავშირში"), რომლის ტექსტში საქართველოც არის მოხსენიებული: „Georgia's always on my mind" – „საქართველო მუდამ ჩემს გონებაშია"
იმ პერიოდში . . ვინილისდისკების შოვნა იოლი ნამდვილად არ ყოფილა. ხმის ჩამწერ სტუდიებში ნებისმიერ ჩანაწერს გაგიკეთებდნენ, გრამფირფიტის შეძენა თუ გსურდა რამდენიმედაბრკოლებაუნდა გადაგელახა. თავდაპირველადზვუკოზაპისისთანამშრომლებს უნდა დაახლოებულიყავი, ნდობის მოპოვების შემდეგ კიიღბლიანთასიაში ჩაეწერებოდი. განსაკუთრებული პოპულარობით მეცხრე საავადმყოფოს წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე სტუდია სარგებლობდა.მისი მამოძრავებელი ძალა ბატონი მიკი იყო და მასთან მთელი თბილისის ახალგაზრდობა დადიოდა. იმ დროინდელ ბითლზომანებს ალბათ არასდროს დაავიწყდებათ ის ბედნიერი წუთები, როდესაც მიკისთან ინგლისში გამოშვებულიჰელფისგრამფირფიტებს იძენდნენ.კომუნისტური რეჟიმი წარსულს ჩაბარდა, ყოველგვარი უცხოურიც ჩვენში აღარ იკრძალება. საყვარელი ჯგუფის ნებისმიერი ჩანაწერის შოვნა ამჟამად არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ვფიქრობ იმ პირველჰელფისგრამფირფიტას, ხოლო მოგვიანებით, იმდროინდელ კიროვის პარკში შაბათ-კვირაობით გამართულ წიგნების ბაზრობაზე შეძენილბითლზისსხვა დისკებს, სულ სხვანაირი და განსაკუთრებული ხიბლი გააჩნდა.რამდენიმე ხნის წინ დამაინტერესა, თუ ჰქონიათ ურთიერთობა ლივერპულელ ოთხეულთან ქართველ მუსიკოსებს. სხვადასხვა არქივებში და ინტერნეტშიძრომიალისშემდეგ ორ საინტერესო ფაქტს წავაწყდი.1967-68 წლებში ანსამბლიორერადედამიწის გარშემო კრუიზით გაეგზავრა. ამ მოგზაურობის შედეგად დაიბადა მხატვრულ-მუსიკალური ფილმიორერა სრული სვლით”. წინასწარი მოლაპარაკებით, ლონდონშიორერასადაბითლზისწევრები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ. სამწუხაროდ ამ დროს ინგლისური ჯგუფი ლივერპულში გამოიძახეს გადაღებებზე. ამის გამობითლზმაქართველ მუსიკოსებს ბოდიშის წერილი გამოუგზავნა, რომელსაც ოთხივე წევრი აწერდა ხელს.
ბრიტანულ ჯგუფთან შეხება კიდევ ერთ ქართულ ანსამბლს ჰქონდა, მაგრამ მანამდე ერთ ისტორიას გაგაცნობთ. წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან ლივერპულში სათავე დაედო ტრადიციულ კონკურსს, სადაც საუკეთესობითლზ-ორეულებიგამოდიოდნენ. ამ ფესტივალის გრან-პრი ყოველთვის ინგლისურენოვანი ქვეყნების ჯგუფებს ერგებოდათ. ტრადიცია მხოლოდ ერთხელ დაირღვა, როდესაც 1989 წელს მთავარი ჯილდობითლზისსაუკეთესო გარეგნული და მუსიკალური მიბაძვისათვის მიენიჭა თბილისურ ჯგუფსბლიცს”. ჩვენს სტაჟიან მელომანებს ალბათ ახსოვთ ეს ანსამბლი, რომელიც ვალერი კოჩაროვის ხელმძღვანელობით 80-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვალერი კოჩაროვი (ჯონ ლენონი), ვალერი ამბარცუმიანი (პოლ მაკარტნი), ზაზა სახამბერიძე (ჯორჯ ჰარისონი), ბიჭიკო ოსიპოვი (რინგო სტარი) და ელო შახბაიანი (კლავიშებიანი ინსტრუმენტი). აი, ამ შემადგენლობით ჩავიდა თბილისური ბითლზილივერპულში.ფესტივალი ათ დღეს გაგრძელდა და ყველასათვის მოულოდნელად, მთავარი გრან-პრი საქართველოდან წარგზავნილებს ერგოთ. ჟიურის წევრები იყვნენ ლენონის ალალი ბიძა, ჩარლზ ლენონი, “ბითლზისყოფილი წევრი პიტ ბესტი, რომელიც ჯგუფში რინგო სტარის მოსვლამდე უკრავდა, პოლ მაკარტნის ანსამბლუინგსისწევრი დენი ლეინი და ტონი შერდანი, რომელიც ჯონთან და პოლთან ერთად ჯგუფის საბოლოო ჩამოყალიბებამდე გამოდიოდა. ინგლისელები თბილისელი მუსიკოსებისათვის მხოლოდ მთავარი ჯილდოს გადაცემით არ დაკმაყოფილდნენ და ხუთივეს ქალაქ ლივერპულის საპატიო მოქალაქის ტიტული უბოძეს.უკვე მოგვიანებით, “ბლიცისწევრი ბიჭიკო ოსიპოვი ბრიტანულ შთაბეჭდილებებს შემდეგნაირად იხსენებდა: “როგორი გრძნობა გვქონდა? მილიონს რომ მოიგებ და შინ მიხვალ, იქ კი დედა დაგხვდება და გეტყვის, შვილო, შენმა ლატარიის ბილეთმა მილიონი მოიგოო. აი, ასეთი რაღაც იყო გრან-პრი და საპატიო მოქალაქეობა. რაც მთავარია, ისეთი ხალხი გავიცანით, ვინც წლების განმავლობაში ოთხეულის გარშემო ტრიალებდა. პიტ ბესტის დედა მეუბნებოდა, ნახე რა მაგარი ბიჭი მყავს, მაკარტნიმ მოაშორებინა ლენონს ჯგუფიდან, რომ არ დაეჩრდილა, თორემბითლზშიუნდა ყოფილიყოო.ბესტის დედამ ორი საათი ლანძღა მაკარტნი. ჯონ ლენონის ბიძასთან, ჩარლზ ლენონთან ერთად ვიქეიფეთ, “ბითლზისპირველი მენეჯერი ალან უილიამსი კი უსაშველოალკოგოლიკიგამოდგა და ერთად ბევრი ვისკი დავლიეთ. უილიამსმა გაიხსენა ის პერიოდი, როცა ბიჭები მის კლუბში, 1959 წელს, თითო ჰამბურგერისა და კოკა-კოლას საფასურად უკრავდნენ. ჩვენზე ბედნიერები არავინ იყო, “ბითლზისსამყაროში ვცხოვრობდით რამდენიმე დღე, წამოსვლა აღარ გვინდოდა”.იმავე 1989 წელსბლიცმაიმღერა იმ დარბაზში, სადაც თავის დროზე კონცერტებსბითლზიმართავდა. ამ სცენაზე გამოსვლა მხოლოდ ერთეულების ხვედრია. ამის შემდეგბლიციკიდევ სამჯერ მიიწვიეს ლივერპულის ფესტივალზე, 1990-92 წლებში. ჯგუფის წევრებს დღემდე შეუძლიათ გამოიყენონ ის შეღავათები, რომელიც მინიჭებული აქვს ლივერპულის საპატიო მოქალაქეებს არ გადაიხადონ დღგ, მიიღონ უფასო განათლება, სამედიცინო მომსახურეობა და ადვოკატის დახმარება.   























        წყარო: პრესა.ge

No comments:

Post a Comment