The Beatles-ჩამოყალიბდა 1960 წელს, ინგლისის ქალაქ ლივერპულში. ბითლზი არის კომერციულად ყველაზე წარმატებული ჯგუფი მუსიკის ისტორიაში. თავიდან Beatles კრიტიკოსებმა აღიქვეს როგორც ერთი დღის ჯგუფი. მაგრამ მათ წარმოაჩინეს ის რაც მაშინდელ ჯგუფებს ყველაზე მეტად აკლდათ-ევულუცია!ყველა მათი ახალი ალბომი, ყოველი სიმღერა უნჯობესდებოდა ინსტრუმენტალური და კომპიზიციური მხრით. ისინი ვითარდებოდნენ მაგრამ ამასთან არ კარგავდნენ განსაკუთრებულ სტილს და სიახლის ეფექტს. ყოველ კრიტიკოსზე რომელიც ირწმუნებოდა რომ ჯგუფი ჩაიძირებოდა როგორც კი სიახლის ეფექტი გადაივლიდა მოდიოდა ათასობით მსმენელი. The Beatles გახდა უპრეცედენტო ბრიტანული ფენომენი რომელმაც შემდგომში მთელი მსოფლიო მოიცვა. ყოველი სინგლი მილიონზ ემეტი ტირაჟით იყიდებოდა, ხუთი სინგლიდან ამერიკული ჩარტების პირველ პოზიციაზე ხუთივე მოხდა, პირველი ორი ადგილი Billboard Top 100 რეიტინგში სწორედ მათ ერგო-ეს არასოდეს არ მომხდარა მანამდე და არც განმეორდება.მათმა ნოვატორულმა ხერხებმა და გავლენამ კულტურაზე ჩამოაყალიბა1960-იანების მოდა, მათი ზემოქმედება პოპ კულტურაზე კი დღემდე იგრძნობა. "ბითლზი" როგორც ჯგუფი, მხოლოდ ათი წელი არსებობდა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,რომ სამუდამოდ შეეცვალათ გემოვნება, თაობების იდეოლოგია და რაღა თქმა უნდა,სტილი - მუსიკის,ცხოვრების და აზროვნების. მსგავსი წარმატებისთვის არცერთ შემსრულებელსა და ჯგუფს არ მიუღწევია.მთლიანობაში მათ გაყიდე 2 მილიარდი ალბომი მაშინ, როცა სხვა ვარსკვლავები მხოლოდ მილიონიანი ტირაჯით გამოდიან. სტატისტიკური მონაცემებით, თავის დროზე,წამში 3 ცალი "ბითლზის" ალბომი იყიდებოდა. მათ დაიპყრეს ყველა კონტინენტი და შეაღწიეს აბსოლუტურად ყველგან,სადაც რადიომიმღები იდგა ამ ჯგუფმა შექმნა ლეგენდა, ისტორია, ანთოლოგია. ისინი იყვნენ, არიან და იქნებიან!!!
1962 წელს, როცა ჯონმა, პოლმა, ჯორჯმა და რინგომ ერთად დაკვრა დაიწყეს, მსოფლიო ახალი ლეგენდის დაბადების მოწმე გახდა. ლივერპულელმა ბიჭებმა უდიდესი ნიჭის წყალობით პოპმუსიკის სამყარო მყისიერად დაიპყრეს. ლენონისა და მაკარტნის გენიით შექმნილმა კომპოზიციებმა დაატყვევა ყველა, დიდიცა და პატარაც, მათი სასცენო წარმოდგენები ხშირად ახალგაზრდა მსმენელის ცრემლების თანხლებით მიმდინარეობდა.The Beatles არა მხოლოდ ნიჭით, ენერგიულობითა და მიზანდასახულობითაც გამოირჩეოდა. მენეჯერის, ბრაიან ეპსტაინის ზედამხედველობით ჯგუფი თითქმის უწყვეტ ტურნეს ატარებდა, რასაც ერთვოდა რადიო- და ტელეგამოსვლები. ჯგუფის სახელი მალე გასცდა მშობლიური მერსისაიდის საზღვრებს და 1963 წელს შვედეთის პირველ ტურნეს სულ მალე აშშ-ში ჩასვლა მოჰყვა. ამერიკამ The Beatles მაშინვე შეიყვარა, ედ სალივანის შოუში გამოსვლის შემდეგ კი ნამდვილი მასობრივი ისტერია დაიწყო.1964 წლის ივნისში ჯგუფი თავის პირველ მსოფლიო ტურნეში გაემგზავრა. ყველა დარბაზში მუსიკოსებს მათზე ფანატიკურად შეყვარებული, თავიანთი კერპების დანახვაზე მეოცნებე ახალგაზრდების უზარმაზარი ბრბო ხვდებოდა. მათი ალბომები და სინგლები ავტომატურად ხვდებოდა ჰიტ-პარადებში, ხოლო გაყიდვების მონაცემები ხშირად ჯერ კიდევ ოფიციალურ გამოსვლამდე ამყარებდა ახალ რეკორდებს. ამ წარმატებით წაქეზებულმა მუსიკოსებმა კინოსამყაროს დაპყრობაც მოისურვეს და ფილმი, A Hard Day’s Night გამოუშვეს, რომელმაც მაშინვე მოხსნა დასწრების ყველა რეკორდი.
1965 წელს უამრავი კონცერტითა და მასობრივი ისტერიით გადაღლილმა მუსიკოსებმა გადაწყვიტეს, სტუდიაში უფრო მეტი დრო გაეტარებინათ, ვიდრე გასტროლებზე. მათი მეორე მსოფლიო ტურნე მომდევნო წელს შედგა და 1966 წლის 29 აგვისტოს სან-ფრანცისკოში, ქენდლსტიკ პარკში უკანასკნელი კონცერტით დასრულდა. ახლა კი მათ შეეძლოთ ცოტა დაესვენათ, თავიანთი საქმიანი ინტერესებისთვის მიეხედათ და ძირითადი ყურადღება დაეთმოთ ახალი ალბომისთვის Sgt. Pepper’s Lonely Hearts
Club Band.თუმცა, წევრებს შორის გაჩენილი დაძაბულობა უკვე იმას მოასწავებდა, რომ The Beatles მალე დაიშლებოდა. სტუდიაში ბიჭები სულ უფრო ხშირად მუშაობდნენ ცალ-ცალკე, ხოლო მუსიკასთან და ბიზნესთან დაკავშირებულმა აზრთა სხვადასხვაობამ საბოლოოდ თითოეულ მუსიკოსს სოლოკარიერის დაწყებისკენ უბიძგა. 1970 წელს ჯგუფი დაიშალა, მაგრამ ამით ლეგენდა ნამდვილად არ დასრულებულა. The Beatles იყო ფენომენი, რომელმაც დიდი კვალი დაატყო გასული საუკუნის სამოციან წლებს და მისი მემკვიდრეობა დღესაც ცოცხლობს.